დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ბესიკ მეურმიშვილი CEP-ის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.
03 აპრილი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ბესიკ მეურმიშვილი CEP-ის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ბესიკ მეურმიშვილი CEP-ის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) ტექნოლოგიების ექსპერტებს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიღწევები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა პრობაციის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხი განიხილეს. საერთაშორისო ექსპერტები პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციური მოწყობილობის, „PROBBOX“-ის შესაძლებლობებსა და ფუნქციებსაც გაეცნენ. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო CEP-ის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფს 2023 წელს შეუერთდა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
31 მარტი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. კულტურულ-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები და ეთნოგრაფიული მასალები დაათვალიერეს, ქალაქის ისტორიის ამსახველ დოკუმენტაციას გაეცნენ და იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერაა. მსგავს ღონისძიებებს ბენეფიციარებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალშიც შესთავაზებს.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ხარანაულმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები წარადგინა.
28 მარტი 2025

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ხარანაულმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ხარანაულმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები წარადგინა. მიხეილ ზაზაშვილი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, პროფესიით იურისტია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ალექსი მაზმიშვილი - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე. პროფესიით იურისტია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს საჯარო სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილება.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
21 მარტი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა ხატვისა და ანიმაციის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ბენეფიციარები ქალაქ გორში, ხელოვან არჩილ კუხიანიძეს ესტუმრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ მხატვრისგან მიეღოთ რჩევები, რეკომენდაციები და თავადაც შეესრულებინათ საკუთარი ნამუშევრები - ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით დახატეს ნახატები, რომელიც შემდეგ მოძრავ ანიმაციად გარდაქმნეს. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი აქტივობების ორგანიზებას, რაც ბენეფიციარების განვითარებას და მათ სოციალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ.
18 მარტი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ. არასრულწლოვნებმა დამოუკიდებლად შექმნეს საკუთარი ნამუშევრები და მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია თიხასთან მუშაობის სპეციფიკაზე. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, მოზარდებისათვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყაზახეთის  პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა.
12 მარტი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყაზახეთის პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყაზახეთის პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგით აღსრულების, განრიდების პროგრამებს, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და არასრულწლოვანთა რეფერირების სფეროში არსებულ მიღწევებს. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა მიიღეს ინფორმაცია პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ის შესახებ. ყაზახეთის დელეგაციას სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
07 თებერვალი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სააგენტოს უფროსის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააგენტოს საქმიანობის სამომავლო გეგმებს. ბესიკ მეურმიშვილმა თანამშრომლებს უწყების განვითარების ხედვა გააცნო და მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მიმდინარე საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები წარუდგინა. დეპარტამენტების უფროსებმა ახალ ხელმძღვანელს სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე, არსებული გამოწვევები და გეგმები გააცნეს. ბესიკ მეურმიშვილმა პირველ სამუშაო დღეს სააგენტოს სისტემაში შემავალი დეპარტამენტები მოინახულა და თანამშრომელთა სამუშაო გარემოს ადგილზე გაეცნო.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა.
06 თებერვალი 2025

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა. ბესიკ მეურმიშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში იურიდიულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
25 დეკემბერი 2024

მსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში იურიდიულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციტივითა და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერით მსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.შეხვედრების მიზანს ბენეფიციარებისთვის ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე , მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. „ნარინჯისფერი კვირეული“ , რომელიც დეკემბერში აღინიშნება, გლობალური ინიციატივაა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.