საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი
საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;
საჯარო ინფორმაციის მისაღებად, პირი წარადგენს წერილობით განცხადებას;
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა;
მოქალაქეს უფლება აქვს, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა: (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე, გაეცნოს ინფორმაციას დედანში.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი - ვრანგელი ცეცხლაძე (ადმინისტრაციული დეპარტამენტი)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 032 222 28 00 (244)
ელ-ფოსტა: agency@prevention.gov.ge
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42