არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი

არასრულწლოვანთა რეფერირება წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე და სოციალიზაციაზე მიმართული საქმიანობის კოორდინაციას.

 

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მისია

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.

ცენტრის  მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სოციალიზაცია,  დანაშაულის პრევენცია ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომით.

 

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სამიზნე ჯგუფი

- 7-დან 14 წლამდე ასაკის  არასრულწლოვნები, რომლებთან მიმართებაშიც კომპეტენტური უწყებების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.

- 10-დან 18 წლამდე რთული ქცევის არასრულწლოვნები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიმართ დაწყებულია განრიდების პროცესი ან სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

 

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობა

  • არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინდივიდუალური გარემოებების, ძლიერი მხარეების, რისკებისა და საჭიროებების შეფასება;
  • ინდივიდუალური გარემოებების, ძლიერი მხარეების, რისკებისა და საჭიროებების შესაბამისად არასრულწლოვნის ჩართვა შესაბამის სერვისებში/პროგრამებში.

 

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესი მოიცავს:

  • ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ინდივიდუალურ კონსულტაციას;
  • ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებს;
  • უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგ-მოდულებს;
  • არაფორმალური განათლებისა და თავისუფალი დროის კონსტრუქციულად ათვისებაზე მიმართულ ღონისძიებებსა და პროექტებს;
  • არასრულწლოვნის მშობლის, მეურვის ან მზრუნველის მხარდაჭერას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიულ კონსულტირებას.

 

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში არასრულწლოვნის გადმომისამართებას ახორციელებენ:

  • საქართველოს პროკურატურა;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი;
  • თვითმომართვა (მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი);