დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. კულტურულ-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში განხორციელდა პროგრამა „სახალისო არქეოლოგია“. მოზარდებმა იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მუზეუმში დაცულ არტეფაქტებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს გაეცნენ. სარეაბილიტაციო პროგრამა ბენეფიციართა ინტერესების განვითარებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. სააგენტო მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში მიიღო მონაწილეობა. კონგრესის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გიორგი დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, მათ შორის, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მხრივ განხორციელებულ ინიციატივებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო, ასევე, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისადმი მიძღვნილ სხდომაში, სადაც მან ისაუბრა საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ექსტრადიციისა და მსჯავრდებულთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებაზე ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის. კონგრესის პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, იტალიისა და იაპონიის დელეგაციებთან, ასევე, გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის პროგრამის ქსელის (PNI) მონაწილე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (SII) წარმომადგენლებთან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, ასევე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი ლომთაძე; სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია და ამავე სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იასონ ნაჭყებია.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებმა კერამიკის სტუდიაში თიხაზე მუშაობის მასტერკლასი გაიარეს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა კერამიკის სტუდიაში თიხაზე მუშაობის მასტერკლასი გაიარეს. გასართობ-შემეცნებითი აქტივობის ფარგლებში მოზარდები თიხის დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ და საკუთარი ხელით დაამზადეს სხვადასხვა ნივთები. ღონისძიება არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერასა და პროფესიული ინტერესების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანი ბენეფიციარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა. 22 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს. დასაქმების ხელშეწყობა სააგენტოს ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი მიმართულება და უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. პარტნიორ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. რუსთავში გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. განიხილეს ბიუროს მიმდინარე საქმიანობა, არსებული გამოწვევები და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობები. ასევე, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს, მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.გიორგი საჯაიამ, ასევე, მოისმინა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების მოსაზრებებიც.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და პროცესების კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის საკითხებზე. გიორგი საჯაიამ რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს საკუთარი ხედვა გააცნო და მათგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯებიც, რაც სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, არასრულწლოვანი ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, არასრულწლოვანი ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.მოზარდებმა დაათვალიერეს ექსპოზიცია, გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა ექსკურსიას და სპეციალური პროექტის „ჯადოსნური ფარანის“ პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედება მოძრავი გამოსახულებებით შექმნილი ფილმის საშუალებით იხილეს.სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიება ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი საჯაიამ, თანამშრომლებს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი წულაია წარუდგინა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი საჯაიამ, თანამშრომლებს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი წულაია წარუდგინა. ირაკლი წულაია პროფესიით იურისტია. მას საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, მათ შორის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ის სიღრმისეულად იცნობს უწყების პრიორიტეტებსა და მისი საქმიანობის სპეციფიკას. გიორგი საჯაიამ ირაკლი წულაიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ სააგენტოს თანამშრომლებს პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი წარუდგინა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ სააგენტოს თანამშრომლებს პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი წარუდგინა.სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილედ გელა გელოვანი, ხოლო სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად თამარ ბერიძე დაინიშნენ.გელა გელოვანს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სისტემაში მუშაობდა.თამარ ბერიძე წლების მანძილზე მუშაობდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში. ის კარგად იცნობს უწყების საქმიანობის პრიორიტეტებსა და სპეციფიკას.გიორგი საჯაიამ ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.