15 იანვარი 2026
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, საქველმოქმედო ფონდ „კაუსესა“ და „სელენეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, საქველმოქმედო ფონდ ,,კაუსესა“ და „სელენეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარების სამოსით უზრუნველყოფისა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობა არასრულწლოვანთა სოციალური გარემოს გაუმჯობესებას და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.