იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

  • საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იურიდიული პირისათვის უვადოდ ან ერთიდან 10 წლამდე ვადით საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის აკრძალვას.
  • იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი იღებს ზომებს იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის აღნიშვნის უზრუნველსაყოფად.
  • თუ იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ეხება იურიდიული პირის სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის აკრძალვას, პრობაციის ოფიცერი სათანადო ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.
  • თუ იურიდიული პირი აკრძალულ საქმიანობას აგრძელებს, პრობაციის ბიუროს უფროსი მიმართავს სასამართლოს წარდგინებით იურიდიული პირისთვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.