მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტი
რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის პროცესი მიზნად ისახავს, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების შეფასებას, რისკისა და საჭიროებების გამოკვეთას, მხარდაჭერას, დანაშაულისგან თავისუფალი ყოველდღიური ცხოვრების წარმართვასა და ხელმეორედ დანაშაულის ჩადენის პრევენციის ხელშეწყობას. თუმცა, პირობით მსჯავრდებულის საზოგადოებაში რეინტეგრაცია და რეაბილიტაცია გრძელვადიანი და კომპლექსური პროცესია და მოითხოვს როგორც თავად ბენეფიციარის ჩართულობას, ასევე პროფესიონალების (სოციალურ მუშაკების, ფსიქოლოგების, პრობაციის ოფიცრების), ოჯახის წევრების, მეგობრების და საზოგადოების მხარდაჭერას.
წარმატებული რესოციალიზაციის ხელშემწყობ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთათვის შექმნილი სარეაბილიტაციო პროგრამების და სხვადასხვა მომსახურებების ხელმისაწვდომობა, ეფექტიანობა და მრავალფეროვნებაა, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესებს და საჭიროებებს, რომლებიც პირს საზოგადოებაში სრულყოფილად ინტეგრაციაში ეხმარება.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის მისიაა:
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის მისიაა ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდება, მათი პოტენციალის რეალიზებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, რათა, ერთის მხრივ დაცული იყოს ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი და მეორეს მხრივ, დანაშაულის რეციდივის შემცირებით, უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის მიზანია:
პირობით მსჯავრდებულების, ყოფილი პატიმრებისა და განრიდებული პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა მათი საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებითა და საზოგადოებისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფით.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობაა:
- რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
- სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრა, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზება;
- სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიული ზედამხედველობა;
- ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების და პროექტების შემუშავება/ადაპტირება, განხორციელება და მართვა;
- კვალიფიციური ინდივიდუალური შეფასების მომზადების უზრუნველყოფა, შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროცესის ზედამხედველობა;
- სააგენტოს ბენეფიციარებისთვის რისკებსა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდება.რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა-ფუნქციონირება;
- რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტი დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფია და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს პრობაციის სისტემას. მის დაქვემდებარებაშია ორი სამმართველო:
- მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო
- ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო.
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო:
სამმართველოს მიზანია, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებზე ორიენტირებული მხარდამჭერი მექანიზმის ამუშავება. მსჯავრდებულთა შეფასება, რისკებისა და საჭიროებების განსაზღვრა და აღნიშნული საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება მათი ფსიქო-ემოციური და სოციალური ფუნქციონირების დონის გაუმჯობესების, ასევე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის თავიდან არიდებისა და შედეგად, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო შედგება: სოციალური მუშაკებისგან, ფსიქოლოგებისა და იურისტისგან. მათი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შემდეგ რეგიონულ და რაიონულ ცენტრებში:
- თბილისი:
- შიდა ქართლი: გორის, ხაშურის ბიუროები;
- ქვემო ქართლი: რუსთავისა და მარნეულის ბიუროები;
- მცხეთა-მთიანეთი: მცხეთისა და დუშეთის ბიუროები;
- კახეთი: თელავისა და გურჯაანის ბიუროები;
- სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ბორჯომისა და ახალქალაქის ბიუროები;
- იმერეთი: ქუთაისის და ზესტაფონის ბიუროები;
- გურია: ოზურგეთისა და ლანჩხუთის ბიუროები;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ამბროლაურის ბიურო, ონის ბიურო;
- სამეგრელო და ზემო სვანეთი: ზუგდიდის ბიურო, სენაკის ბიურო, ფოთის ბიურო
- აჭარა: ბათუმის ბიურო, ქობულეთის ბიურო.
რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის პროგრამები იყოფა ხუთ მიმართულებად:
- 1. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია:
- „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი“
- „ბიბლიოთერაპია“
- „დანაშაულის გააზრება“ ( არასრულწლოვანი/ზრდასრული)
- „პენიტენციური სტრესი“
- დამოკიდებულებების დაძლევა:
- ნარკოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამა
- „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რეაბილიტაციის პროგრამა“
- „ცხოვრების ჯანსაღი წესი“
- „რელაფსის პრევენცია“
- პრო-სოციალური ქცევის ფორმირება:
- „თანასწორობის პროგრამა“
- „ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროგრამა“
- „პოზიტიური უნარ-ჩვევების ინტერვენციის პროგრამა“
- „ცხოვრებისეული ფასეულობები ზრდასრულთათვის“
- „საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა“
- „სოციალური და კოგნიტური უნარების სასწავლო პროგრამა“
- „ცხოვრებისეული რისკები და პიროვნული რესურსები“
- „ცხოვრების ჯანსაღი წესი არასრულწლოვნებისთვის“
- „თვითშეფასების, ახალი შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“
- „ემოციების რეგულაცია“
- განათლების ხელშეწყობა
- დასაქმების ხელშეწყობა
რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის პროგრამების თითოეული მიმართულება რამდენიმე პროგრამას მოიცავს. სარეაბილიტაციო კომპონენტი სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ნაწილია. სასჯელის ინდივიდუალურ გეგმაში გაწერილ სავალდებულო ან/და ნებაყოფლობითი სარეაბილიტაციო მომსახურების აღსრულება ინდივიდუალური ან/და ჯგუფური სესიების სახით ხორციელდება, რომლის მიწოდებასაც ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები უზრუნველყოფენ.
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველოს სამიზნე ჯგუფები და სარეაბილიტაციო პროცესი:
- არასრულწლოვანი/ზრდასრული პირობით მსჯავრდებულების სააგენტოში აღრიცხვის შემდეგ, პრობაციის ოფიცრისა და საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მხრიდან, ხორციელდება რისკისა და საჭიროებების შეფასება, მნიშვნელოვანი ზიანის რისკისა და დანაშაულის ალბათობის განსაზღვრა; გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისი სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განხორციელება. გეგმით გათვალისწინებული მიზნების შესრულების შემდეგ, შემთხვევის დასრულებამდე, შესაბამისი სპეციალისტი ახორციელებს ბენეფიციარის ქცევაზე ზედამხედველობას.
- განრიდება-მედიაციის პროგრამის ბენეფიციარი (14-დან 21 წლამდე);
სოციალური მუშაკის ან/და პრობაციის ოფიცრის მიერ ხორციელდება განსარიდებელი არასრულწლოვნის ან/და 21 წლამდე პირის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და შესასრულებელი პირობების შემუშავება, არასრულწლოვანთან სავარაუდო პირობების შეთანხმება, არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაში დახმარების გაწევა, დაგეგმვა და მონიტორინგი. აღნიშნულ პროცესში სოციალურ მუშაკთან ერთად ჩართულია პროკურორი და მედიატორი. მომსახურების მიწოდების პროცესში, საჭიროებისამებრ, ერთვება ფსიქოლოგი.
- სასჯელის დანიშვნისას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ან/და 21 წლამდე პირი;
სოციალური მუშაკი სასამართლო პროცესისთვის (მოსამართლის ან პროკურორის წერილობით მომართვის საფუძველზე) ბრალდებულის ოჯახში ვიზიტის განხორციელების, მასთან და კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა წყაროებთან შეხვედრის შედეგად, ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს არსებითი სხდომის, სასჯელის დანიშვნის სხდომის ან საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში და აგზავნის შესაბამის ვადებში.
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველოს მიზანია:
პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და ამ გზით საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან.
სამმართველოს მომსახურებებში ჩართვა ნებაყოფლობითია და მომსახურებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ყოფილ პატიმრებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს.
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის სამიზნე ჯგუფები და სარეაბილიტაციო პროცესი:
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა გულისხმობს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სამმართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენცია პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და პრო სოციალური ღირებულებების აღდგენის/ჩამოყალიბების გზით.
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო შედგება: სოციალური მუშაკებისგან და ფსიქოლოგებისაგან.
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველოს სამიზნე ჯგუფები:
- ყოფილ პატიმრები
შემთხვევის მმართველი - სოციალური მუშაკი ყოფილი პატიმრის სააგენტოში მომართვის შემდეგ, ახორციელებს რისკების და საჭიროებებს შეფასებას, ბენეფიციართან შეთანხმებით ადგენს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას, და აწვდის შესაბამისს მომსახურებას. პროცესში საჭიროებისამებრ ერთვება სამმართველოს ფსიქოლოგიც. გეგმის განხორციელება ექვემდებარება სისტემატურ მონიტორინგს, რომელსაც ყოველთვიურად ატარებს შემთხვევის მმართველი, რაც ემსახურება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობისას მიღწეული შედეგების, გამოვლენილი რისკებისა და დამცავი ფაქტორების დროულ აღმოჩენას, შესაბამისი საპასუხო ღონისძიების გატარებას. გეგმით განსაზღვრული სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებისას, სოციალური მუშაკი აჯამებს რეაბილიტაციის შემდგომ მდგომარეობას, რომლის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას შემთხვევის გადასინჯვის/ახალი გეგმის შედგენის ან შემთხვევის დახურვის შესახებ.
- პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებული პირის (#მე-11 დაწესებულება; #მე-5 დაწესებულება და #მე-16 დაწესებულება) ოჯახის და სოციალური გარემოს შეფასება:
სოციალური მუშაკი პენიტენციური დაწესებულების მომართვის საფუძველზე ახორციელებს ვიზიტს მსჯავრდებულის საცხოვრებელ გარემოში, ხვდება ოჯახის წევრებს, აცნობს შეფასების მიზანს, განუმარტავს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე ოჯახში არსებული მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისთვის შეტყობინების აუცილებლობას, შეფასების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის დოკუმენტი იგზავნება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში.
- უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამაში მონაწილეობა:
სოციალური მუშაკი, პენიტენციური დაწესებულების მომართვის საფუძველზე, ახორციელებს ვიზიტს მსჯავრდებულის საცხოვრებელ გარემოში, ხვდება ოჯახის წევრებს, აცნობს შეფასების მიზანს და ამზადებს ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებას, აღნიშნული დოკუმენტი კი იგზავნება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში. ამასთან, სოციალური მუშაკი პრობაციის ოფიცერთან ერთად ერთვება პენიტენციური სამსახურის მულტი დისციპლინურ გუნდში და სპეციალისტებთან ერთად იღებს მონაწილეობას ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური პროგრამის შედგენასა და დამტკიცებაში. სოციალური მუშაკი და პრობაციის ოფიცერი ასევე ერთვებიან პროგრამის ყველა ეტაპზე, სადაც პრობაციის უწყების ჩართვის საჭიროება გამოიკვეთება.
მომსახურებები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) უფასოდ დამზადება, პროგრამის ბენეფიციარებისთვის.
- უფასო სამგზავრო ბარათი მუნიციპალურ ტრანსპორტში, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარს დაუბრკოლებლივ მიიღოს ცენტრის მიერ შეთავაზებული მომსახურებები.
- ფსიქო-კონსულტირება - ბენეფიციარის პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე საქმის მართვაში შესაძლებელია ჩაერთოს ფსიქოლოგი, რომელიც ბენეფიციარს უწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს შესაბამის დაწესებულებაში და უწევს თანხლებას.
- იურიდიული კონსულტაცია - ყოფილ პატიმრებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში ცენტრის იურისტი ეხმარება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება მათი გადამისამართება სააგენტოს პარტნიორ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში.
- ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება - ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძირითადად სახელმწიფო პროგრამებით ხდება. სოციალური მუშაკი ეხმარება ყოფილ მსჯავრდებულს როგორც საყოველთაო (ან სხვა ტიპის) დაზღვევით ასევე რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაში. მოქმედებს, ასევე, რეფერირების ქსელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებიც, ასევე, უზრუნველყოფენ სხვადასხვა სამედიცინო ჩარევას,
- პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა - სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებსა და გადამზადების ცენტრებში.
- არაფორმალური განათლება / თემატური ტრენინგები.
- უცხო ენისა და სხვადასხვა საგნის შემსწავლელი კურსები.
- სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკის საქმიანობა:
სოციალური მუშაობა: პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას;
- დეპარტამენტის სოციალური მუშაკი საჭიროებისამებრ ერთვება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან (პირობით მსჯავრდებული, ყოფილი პატიმარი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი, განრიდებული. ამზადებს სასამართლოსთვის ანგარიშებს და მსჯავრდებულების ოჯახის შეფასებებს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის.) ახდენს საჭიროებების შეფასებას და გამოწვევების იდენტიფიცირებას, ეხმარება ბენეფიციარებს სოციალური ფუნქციონირების ამაღლებასა და პოტენციალის გაუმჯობესებაში, ახდენს სოციალური გარემოს/ოჯახის კონსულტირებას და გაძლიერებას, უზრუნველყოფს შესაბამისს მომსახურებებთან და რესურსებთან დაკავშირებას.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგის საქმიანობა
ფსიქოლოგიური მომსახურება - გულისხმობს პიროვნული და ემოციური განვითარების ხელშეწყობას, დადებითი ცვლილების მოტივაციის გაზრდას, ადაპტური უნარ-ჩვევებისა და ქცევის განმტკიცებას ბენეფიციარების სოციალიზაციისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით;
- ფსიქოლოგი ერთვება პირობით მსჯავრდებულთან ზიანის მაღალი რისკის ან/და დანაშაულის განმეორების საშუალო ან მაღალი ალბათობის გამოვლენის შემთხვევაში და შეფასების შემდეგ, მულტი დისციპლინურ გუნდთან ერთად ადგენს ინტერვენციის გეგმას. ფსიქოლოგი მუშაობს ასევე განრიდება-მედიაციის პროცესში ჩართულ ახანგაზრდებთან. ინტერვენცია, ძირითადად, გულისხმობს ბენეფიციართა ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ კონსულტაციებს, ფსიქოთერაპიას, ბენეფიციარის ოჯახის წევრების ინდივიდუალურ კონსულტირებას და კრიზისულ ჩარევას.
- ფსიქოლოგები ჩართულნი არიან ზედამხედველობის პროცესშიც, რაც გულისხმობს ბენეფიციართა ფსიქოლოგიური მდგომარეობის ზედამხედველობას როგორც ინტერვენციის პროცესში, ასევე პროცესის დასრულების შემდგომ პერიოდში.
იურისტის მომსახურება
- რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში ჩართული ბენეფიციარისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- სამართლებრივი დოკუმენტებისთვის მომზადების უზრუნველყოფა;
- სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალების შესრულება;
პროფესიული ზედამხედველები - ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი
ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ბენეფიციარებისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების პროფესიული ზედამხედველები ახორციელებენ სპეციალისტების საქმიანობის შეფასებას, მონიტორინგს და მხარდაჭერას.
სარეაბილიტაციო პროექტების კოორდინატორი
- სააგენტოს ბენეფიციარების - არასრულწლოვან და სრულწლოვან მსჯავრდებულთა, განრიდებულ პირთა და ყოფილ პატიმართა ან/და ოჯახის წევრთა სარეაბილიტაციო პროექტების, მომსახურებების შემუშავებისა და მოძიების პროცესში მონაწილეობა, მომსახურებებში ბენეფიციართა ჩართვის კოორდინირება და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების მონიტორინგი;
- პარტნიორ ორგანიზაციებში გადამისამართებულ ბენეფიციარებზე ინფორმაციის შეგროვება და შესაბამის ბაზაში ასახვა;
- კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
სარეაბილიტაციო პროგრამების მენეჯერი
- რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის მიმართულებით ახალი პროგრამების შექმნასა და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, დაგეგმვა და განხორციელება;
- საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და ადაპტირების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- სარეაბილიტაციო პროგრამების ხარისხის მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- პროგრამების ხარისხის სტანდარტის შესრულებაზე მუდმივი მონიტორინგი და ზრუნვა პროგრამების ოპტიმიზაციაზე;
- სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება;
- ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრაში, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობასა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და გადამზადების პროცესის ზედამხედველობა.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტის სტატისტიკა წლების მიხედვით:
მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო:
2015-2021 წლები
2015- 2474 ბენეფიციარი
2016-1125 -ბენეფიციარი
2017-931-ბენეფიციარი
2018-1106- ბენეფიციარი
2019- 791-ბენეფიციარი
2020-977-ბენეფიციარი
2021 -1266-ბენეფიციარი
2022 - 1474 ბენეფიციარი
სულ: 10144 ბენეფიციარი
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო
2014-2021 წლები
2014-1207 ბენეფიციარი
2015-1721 -ბენეფიციარი
2016-1299-ბენეფიციარი
2017-976- ბენეფიციარი
2018- 722-ბენეფიციარი
2019- 293--ბენეფიციარი
2020-114-ბენეფიციარი
2021-198 -ბენეფიციარი2022 – 446 ბენეფიციარი
სულ: 6922 ბენეფიციარი