სიახლეები

არქივი
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ესტუმრნენ
28 ოქტომბერი 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ესტუმრნენ. არასრულწლოვნებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თბილისისა და რუსთავის ცენტრი დაათვალიერეს და უწყების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ბენეფიციარებმა ოპერატორების სამუშაო სივრცეები მოინახულეს, სადაც ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეთა ზარებს უწყვეტ რეჟიმში პასუხობენ; გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების წესებს და მიიღეს საჭირო ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა - რა არის გადაუდებელი შემთხვევა, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთი შემთხვევების დროს და რას მოიცავს ოპერატორთან სწორი თანამშრომლობა. 112-ის თანამშრომლებმა არასრულწლოვნებს არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციებიც განუმარტეს, რაც ცრუ ზარის დროსაა გათვალისწინებული. ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით მსგავს აქტივობებს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველის საქმიანობას გაეცნენ
15 ოქტომბერი 2026

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველის საქმიანობას გაეცნენ

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველის საქმიანობას გაეცნენ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სააგენტოს ბენეფიციარები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტუმრნენ. მონაწილეებმა დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე და მეხანძრე-მაშველის პროფესიის სპეციფიკას გაეცნენ - მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში. ღონისძიების მიზანია ბენეფიციარები სხვადასხვა სპეციალობას გაეცნონ, რაც მათ მომავალი პროფესიული არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. სააგენტო მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
13 ოქტომბერი 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. განიხილეს ბიუროების მიმდინარე საქმიანობა, არსებული გამოწვევები და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობები. ასევე, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს, მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. გიორგი საჯაიამ, ასევე, მოისმინა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების მოსაზრებები.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
12 ოქტომბერი 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება დაეთმო გოგონათა უფლებებს, განათლების მიღების მნიშვნელობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ადრეული ქორწინების რისკებზე, გენდერულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციის პრევენციაზე. შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს არასრულწლოვანთა მხარდაჭერას, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას. გოგონათა საერთაშორისო დღე გაერო-ს ინიციატივით, 2012 წლიდან აღინიშნება.

პრობბოქსი - ინოვაციური ტექნოლოგიური გამოგონება პრობაციონერებისთვის

  • პრობბოქსი - ინოვაციური ტექნოლოგიური გამოგონება პრობაციონერებისთვის