PROBBOX

2021 წელს სააგენტომ შექმნა PROBBOX-ი - პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც დღეისათვის თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში და ხაშურის მერიაშია განთავსებული. PROBBOX-ის საშუალებით პირველად ევროპაში, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და სერვისების უზრუნველყოფა, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოწყობილობებით, ალტერნატიულ შენობა-ნაგებობებში გახდა შესაძლებელი. ამით, უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი. 

PROBBOX-ი მოქმედებს საქართველოში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოში არსებულ პრობაციის ერთიან ელექტრონულ ბაზასთან.

იდენტიფიცირებისას პრობაციონერისთვის უზრუნველყოფილია დაცვის სამმაგი დონე თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით და პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით.

PROBBOX -ის საშუალებით პრობაციონერისთვის უზრუნველყოფილია:

  • შეტყობინებები პრობაციის ოფიცრისგან და ინფორმაცია პრობაციის ოფიცრის შესახებ;
  • შეთავაზებები დასაქმების და სერვისების შესახებ;
  • ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე;
  • ინფორმაცია ნასამართლეობის მოხსნაზე;
  • საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა;
  • საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა;
  • გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა;
  • გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების საფასურის გადახდა;
  • შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდა;
  • რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა;
  • ინფორმაცია უქმე დღეების შესახებ. 

პრობაციის ევროპულმა კონფედერაციამ (CEP) PROBBOX-ი ევროპული მასშტაბის ინოვაციად აღიარა და მის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე სტატია განათავსა. იხილეთ სტატია - https://bit.ly/3MAkq1e