სიახლეები
არქივი
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს შორის ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა შემეცნებით, შემოქმედებით და ტექნიკურ მიმართულების წრეებში მიიღონ მონაწილეობა. სააგენტოსა და სასახლეს შორის არსებული პარტნიორობა ბენეფიციართა სოციალური ინტეგრაციის, პიროვნული განვითარებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების ვიზიტი ილუზიების მუზეუმში.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ილუზიების მუზეუმის მხარდაჭერით, ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გრძელდება. სააგენტოს ბენეფიციარებმა მუზეუმში ჰოლოგრაფიული პორტრეტები, ანტი-გრავიტაციის მბრუნავი ოთახები და სხვა ინტერაქტიული სივრცეები დაათვალიერეს. მსგავსი ღონისძიებები ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლებას და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტო ანკარას პანელურ დისკუსიაში.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო თურქეთის იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თურქეთის ოფისის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ქალაქ ანკარაში გაიმართა. სესიაზე განიხილეს მართლმსაჯულების სფეროში ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების ეფექტიანობასა და არასრუწლოვანთა შორის დანაშაულის რეციდივის კვლევას. იასონ ნაჭყებიამ, ასევე, შეხვედრა გამართა თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ციხეების დირექტორატის პრობაციის დეპარტამენტის უფროსთან, ჰუსეინ შიკთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის პრობაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციართათვის წიგნისა და ანიმაციის ერთობლივი პროექტი განხორციელდა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციართათვის წიგნისა და ანიმაციის ერთობლივი პროექტი განხორციელდა. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ანიმაციაში პერსონაჟების შექმნისა და გაცოცხლების პროცესზე, ასევე, მოზარდებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ნამუშევრები ანიმაციის გმირებად ექციათ. მსგავსი აქტივობები ბენეფიციართა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.