იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
24 July 2026

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააგენტოს როლზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციის სისტემის განვითარებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით. სტუმრებს სიტყვით მიმართა, ასევე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების, მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესში თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისთვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა გადასცეს. პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ განრიდება-მედიაციის განვითარების საკითხები განიხილეს
11 July 2026

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ განრიდება-მედიაციის განვითარების საკითხები განიხილეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განრიდება-მედიაციის პროგრამების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განრიდებისა და მედიაციის სფეროში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საჭიროებას, ადამიანური რესურსებისა და სარეაბილიტაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, მონაცემთა გაცვლისა და დამუშავების სისტემების გაუმჯობესებას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს განრიდებისა და მედიაციის პროცესში უწყებათაშორისი და მულტიდისციპლინური კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ერთობლივი ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამების ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე.

The National Agency for Crime Prevention, Non-custodial Sentences and Probation hosted members of the youth organization
08 July 2026

The National Agency for Crime Prevention, Non-custodial Sentences and Probation hosted members of the youth organization

The National Agency for Crime Prevention, Non-custodial Sentences and Probation hosted members of the youth organization. Representatives of the agency's structural units provided an overview of the agency's core functions and priorities. The discussion focused on the implementation of probation and other non-custodial sanctions, rehabilitation and resocialization services for convicted and formerly convicted individuals, diversion programs and mechanisms for the prevention of juvenile crime. The meeting was conducted in an interactive question-and-answer format, allowing participants to engage directly with the agency's representatives and gain deeper insight into its work. The event was organized to increase participants' awareness of the agency's activities and the programs and services available within its system.

A Cognitive Tour Was Organized for Beneficiaries of the National Agency for Crime Prevention, Non-Custodial Sentences and Probation
01 July 2026

A Cognitive Tour Was Organized for Beneficiaries of the National Agency for Crime Prevention, Non-Custodial Sentences and Probation

A Cognitive Tour Was Organized for Beneficiaries of the National Agency for Crime Prevention, Non-Custodial Sentences and Probation. Beneficiaries of the National Agency for Crime Prevention, Non-Custodial Sentences and Probation visited the LEPL – David Aghmashenebeli National Defence Academy of Georgia as part of a cognitive tour. During the visit, they explored the academy's campus, including its military museums, lecture halls, and recreational facilities. They also learned about the academy's integrated higher education programs and military education opportunities. The Agency regularly organizes cognitive tours to broaden beneficiaries' knowledge, support career orientation, and introduce them to educational and professional opportunities. These activities play an important role in promoting their rehabilitation, resocialization, and successful reintegration into society.

პრობბოქსი - ინოვაციური ტექნოლოგიური გამოგონება პრობაციონერებისთვის

  • პრობბოქსი - ინოვაციური ტექნოლოგიური გამოგონება პრობაციონერებისთვის