პირობითი მსჯავრი/პირობით ვადამდე გათავისუფლება
პრობაციის ოფიცერი საპრობაციო სახის სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში:
- აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
- მსჯავრდებულს განუსაზღვრავს გამოცხადებისთვის დადგენილი დროსა და ადგილს, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა.
- აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;
- მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;
- შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;
- ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
- შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან.
- პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს:
- ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის;
- ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება;
- მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;
- გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია.