მსჯავრდებულისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ალტერნატიული ღონისძიება, რომელსაც იხდის მსჯავრდებული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაცვლად, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
გამოსაცდელი ვადა - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლისა.