პირობითი მსჯავრი
- მსჯავრდებულისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ალტერნატიული ღონისძიება, რომელსაც იხდის მსჯავრდებული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაცვლად, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
- გამოსაცდელი ვადა - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
- სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლისა.