სიახლეები

არქივი
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა საქართველოს ეროვნულ არქივში ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა
31 დეკემბერი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა საქართველოს ეროვნულ არქივში ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ანიმაციისა და წიგნის პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილ ნამუშევრებს. ღონისძიებას სააგენტოს უფროსი ნიკა ცხვარაშვილი ესწრებოდა. მან მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის - „ნარინჯისფერი კვირეულის" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა
18 დეკემბერი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის - „ნარინჯისფერი კვირეულის" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა. იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარებულთა დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისსა და რეგიონებში კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ. მსგავსი აქტივობები ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლებასა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს შორის ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04 დეკემბერი 2025

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს შორის ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა შემეცნებით, შემოქმედებით და ტექნიკურ მიმართულების წრეებში მიიღონ მონაწილეობა. სააგენტოსა და სასახლეს შორის არსებული პარტნიორობა ბენეფიციართა სოციალური ინტეგრაციის, პიროვნული განვითარებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების ვიზიტი ილუზიების მუზეუმში.
27 ნოემბერი 2025

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების ვიზიტი ილუზიების მუზეუმში.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ილუზიების მუზეუმის მხარდაჭერით, ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გრძელდება. სააგენტოს ბენეფიციარებმა მუზეუმში ჰოლოგრაფიული პორტრეტები, ანტი-გრავიტაციის მბრუნავი ოთახები და სხვა ინტერაქტიული სივრცეები დაათვალიერეს. მსგავსი ღონისძიებები ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლებას და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პრობბოქსი - ინოვაციური ტექნოლოგიური გამოგონება პრობაციონერებისთვის

  • პრობბოქსი - ინოვაციური ტექნოლოგიური გამოგონება პრობაციონერებისთვის