გამასწორებელი სამუშაო
- გამასწორებელი სამუშაო აღსრულდება მსჯავრდებულის ძირითად სამუშაო ადგილზე.
- მსჯავრდებულს ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში ექვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა.
- გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით.
- გამასწორებელი სამუშაოს ვადაში ითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა და მისი ხელფასიდან ხდებოდა დაქვითვა.
- გამასწორებელი სამუშაო იწყება იმ დღიდან, როდესაც დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, პრობაციის ბიუროსაგან მიიღებს სასამართლო განაჩენის ასლს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს.