იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა. პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა
თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროებს ახალი ავტომობილები გადაეცათ.პრობაციის ოფიცრები თანამედროვე სტანდარტების, მაღალი გამავლობის ავტომობილების მეშვეობით უფრო ეფექტიანად განახორციელებენ ზედამხედველობაში მყოფი პირების რეგულარულ შემოწმებასა და შეფასებას.დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ტექნიკის განახლება
იუსტიციის მინისტრმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პაატა სალიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სააგენტოს როლზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციის სისტემის განვითარებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვანი კომპონენტია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თანამედროვე, ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების მიმართულებით. სტუმრებს სიტყვით მიმართა, ასევე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების, მიმდინარე რეფორმებისა და ამ პროცესში თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისთვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა გადასცეს. პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და გენერალური პროკურორის მოადგილემ განრიდება-მედიაციის განვითარების საკითხები განიხილეს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განრიდება-მედიაციის პროგრამების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განრიდებისა და მედიაციის სფეროში პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საჭიროებას, ადამიანური რესურსებისა და სარეაბილიტაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, მონაცემთა გაცვლისა და დამუშავების სისტემების გაუმჯობესებას. მხარეებმა ასევე იმსჯელეს განრიდებისა და მედიაციის პროცესში უწყებათაშორისი და მულტიდისციპლინური კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ერთობლივი ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს პროგრამების ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლა. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის“ წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს, განრიდების პროგრამებსა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მექანიზმებს. საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სააგენტოს საქმიანობისა და მის სისტემაში მოქმედი პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი ტური გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი ტური გაიმართა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბენეფიციარებმა დაათვალიერეს აკადემიის ტერიტორია, იქ განთავსებული სამხედრო მუზეუმები, აუდიტორიები და სარეკრეაციო სივრცეები. მიიღეს ინფორმაცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმაღლესი განათლებისა და სამხედრო მიმართულებების ინტეგრირებულ პროგრამებზე. აღნიშნულ ტურებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლებისა და პროფორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. მსგავსი შემეცნებითი აქტივობები ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. სააგენტოს თანამშრომლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობის სპეციფიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობაციონერთა ზედამხედველობის მექანიზმებს, ალტერნატიული სანქციების აღსრულებას, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს, აგრეთვე მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმებს. საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და პრობაციის სფეროში მოქმედი პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა თიხაზე მუშაობის მასტერკლასი გაიარეს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა კერამიკის სტუდიაში თიხაზე მუშაობის მასტერკლასი გაიარესმოზარდები გაეცნენ თიხაზე მუშაობის სპეციფიკას და თავიანთი ხელით გააკეთეს სხვადასხვა ნივთები.გასართობ-შემეცნებითი აქტივობა მიზნად ისახავდა არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერასა და პროფესიული ინტერესების განვითარების ხელშეწყობას.დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტო არასრულწლოვანი ბენეფიციარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
ყაზახეთის დელეგაცია ქართული ინოვაციის - „პრობბოქსის” ფუნქციონირებას გაეცნო
ყაზახეთის დელეგაცია ქართული ინოვაციის - „პრობბოქსის” ფუნქციონირებას გაეცნო. დელეგაციის წევრებმა მოისმინეს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური მოწყობილობის უპირატესობების შესახებ, რომელიც თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობით არის აღჭურვილი და პრობაციონერებს საშუალებას აძლევს, სერვისები ბიუროში გამოცხადების გარეშე, ალტერნატიულ შენობებში მიიღონ; უზრუნველყოფს მეტი ანონიმურობას და ზრდის მომსახურების გეოგრაფიულ არეალს. მოწყობილობა ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი არ აქვს. „პრობბოქსი”თბილისსა და კიდევ 23 მუნიციპალიტეტშია განთავსებული. გასულ წელს მისი საშუალებით 200.000-მდე სერვისი გაიცა. ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებს ეცნობა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა იუსტიციის სახლში, იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში