იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო
29 მარტი 2024

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება. პროგრამა ითვალისწინებს პრობაციის ოფიცრების როლის ზრდას დანაშაულის პრევენციის პროცესში; ამასთან, დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი და შემდგომ შესაბამისი ანაზღაურების მიღებით პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს კურსებს. ამას გარდა, პროგრამის წარმატებით დასრულება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და რეჟიმის შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი დადებითად გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნება. კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქოსოციალური უნარების განვითარება, წიგნიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში. კურსის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას: • შრომითი უფლებებისა და სოციალური დახმარების სისტემებზე; • ემოციური მდგომარეობის რეგულირებაზე; • ეფექტიან კომუნიკაციასა და კონფლიქტური სიტუაციის მართვაზე; • განსხვავებულის მიმართ მიუღებლობისა და სტიგმის დაძლევაზე; • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და არაჯანსაღი ქცევისა და ჩვევების იდენტიფიცირებაზე; ასევე, პროფორიენტაციის პროგრამის საშუალებით გაეცნობიან არაერთი პროფესიის თავისებურებას. კურსის პილოტის ჩასატარებლად პრობაციის ოფიცრები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩნენ. პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პრობაციის ოფიცრები დააჯილდოვა, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტრენერთა ტრენინგი, და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ისინი იქნებიან პირველი პრობაციის ოფიცრები საქართველოში, რომლებიც კურსის პილოტს ჩაატარებენ, შემდეგ კი, ამავე პროცესის გავრცელებას შეუწყობენ ხელს. პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ექსპერტის ჩართულობით, აშშ-ის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ხორციელდება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა
23 მარტი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.სააგენტოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს მათთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო პროგრამები გააცნეს.შეხვედრას სპეციალურად მოწვეული სტუმარი, მომღერალი ეკა მამალაძე, ესწრებოდა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი კარიერული გზის შესახებ ესაუბრა. ღონისძიების მიწურულს ბენეფიციარებს და მათ მშობლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.შეხვედრას ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა

დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა
20 მარტი 2024

დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა.ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში ყველა პირობაა იმისთვის, რომ მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდეთ.მედიაციის ახალი სივრცეებით სარგებლობა ასევე შეეძლება აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებსა და სოციალურ მუშაკებს სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესის განსახორციელებლად.მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ხობში და დღეიდან, უკვე დედოფლისწყაროსა და დმანისში მოქმედებს.ახალი ოფისი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გახსნეს

თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა
18 მარტი 2024

თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა

თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროებს ახალი მანქანები გადაეცათ. პრობაციის ოფიცრები თანამედროვე სტანდარტების, მაღალი გამავლობის ავტომანქანების მეშვეობით უფრო ეფექტიანად განახორციელებენ ზედამხედველობაში მყოფი პირების რეგულარულ შემოწმებასა და შეფასებას. ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა. პრობაციის ბიუროებს ავტომანქანები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ გადასცა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ტექნიკის განახლება.

ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
12 მარტი 2024

ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა.ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - "ქალები წარსულიდან". გაეცნენ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მრავალფეროვან მასალას, XIX საუკუნის კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწე ქართველ ქალთა ისტორიებს და ასევე, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის შეხედულებებს თანამედროვე ქალებსა და მათი უფლებების შესახებ.შეხვედრის მიწურულს, მონაწილეებს სააგენტოს სახელით ყვავილები გადაეცათ. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა.

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღინიშნა
05 მარტი 2024

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღნიშნა. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურითა და წერით დაინტერესების პირველი გამოცდილება მწერალმა, ჟურნალისტმა ეკატერინე ტოგონიძემ გაუზიარა. ისაუბრა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც. შეხვედრა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურად, თებერვალის თვეში აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და  „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
01 მარტი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და „საქართველოს რაგბის კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - თორნიკე გოგებაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული აქტივობები განხორციელდება. კერძოდ, ბენეფიციარები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად უსასყიდლოდ შეძლებენ ვარჯიშს საქართველოს რაგბის კავშირის საწვრთნელ ბაზაზე და უზრუნველყოფილნი იქნებიან სპორტული ეკიპირებით. ასევე, არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები სპორტსმენების ჩართულობით. სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის არსებული თანამშროლობა არასრულწლოვანი ბენეფიციარების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ
26 თებერვალი 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხებს, ავიაციის , როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროს მნიშვნელობას. არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა ასევე, დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საფრენოსნო საწაფები. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია. ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
21 თებერვალი 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის თბილისში მდებარე მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო, სადაც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ. არასრულწლოვანი ბენეფიციარები, ასევე, გაეცნენ გალაკტიონ ტაბიძის დღიურს. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მუზეუმში ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.