დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ციხისა და პრობაციის კვლევით-იმპლემენტაციური პროექტის განხორციელება დაიწყო
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ციხისა და პრობაციის კვლევით-იმპლემენტაციური პროექტის განხორციელება დაიწყო.
აღნიშნული პროექტი 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება და პრობაციონერთა შორის წამალდამოკიდებულების მიმართ მიდგომების გაუმჯობესებას, პრობლემების დროულ იდენტიფიკაციასა და სამკურნალო სერვისებში გადამისამართებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და პრობაციის ოფიცრებისთვის.
სააგენტო პროექტს ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიასთან“ და აშშ-ის იელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და წამალდამოკიდებულების ინსტიტუტის დაფინანსებით ახორციელებს.