პირობითი მსჯავრი/პირობით ვადამდე გათავისუფლება

პრობაციის ოფიცერი საპრობაციო სახის სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში:

  • აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
  • მსჯავრდებულს განუსაზღვრავს გამოცხადებისთვის დადგენილი დროსა და ადგილს, რომელიც შესასრულებლად სავალდებულოა.
  • აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას;
  • მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს;
  • შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში;
  • ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
  • შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით. აღნიშნული ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან.
  • პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს:
  • ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის;
  • ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება;
  • მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;
  • გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია.