თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

  • თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ან/და ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.
  • თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად ენიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად – ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით.
  • თუ პრობაციის ოფიცერი დაადგენს, რომ მსჯავრდებულს დაკავებული აქვს ის თანამდებობა ან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს განაჩენით, იგი დამსაქმებელ თანამდებობის პირს უგზავნის მოთხოვნას, გაათავისუფლოს მსჯავრდებული დაკავებული თანამდებობიდან ან აუკრძალოს მას განაჩენში მითითებული საქმიანობა.
  • თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლის ადმინისტრაციისთვის, სადაც მსჯავრდებული მუშაობს.