გოგონათა საერთაშორისო დღე
საინფორმაციო შეხვედრით აღუნიშნა ბენეფიციარებს გოგონათა საერთაშორისო დღე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა. ნაადრევი ქორწინების რისკები, გენდერთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და დისკრიმინაციის ფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად განიხილეს. დისკუსიის შემდეგ, მოზარდებს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში მომზადებული ვიდეომასალა უჩვენეს.
„ციფრული თაობა, ჩვენი თაობა“ - წელს გოგონათა საერთაშორისო დღე ამ სლოგანით აღინიშნება და ციფრულ წიგნიერებაში გენდერული თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად.