19 ოქტომბერი 2021

სამუშაო შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებზე

სამუშაო შეხვედრა აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებზე
პროექტი „მედიატორი ყველა მუნიციპალიტეტში“ - აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ინიციატივა სისხლის სამართლის სისტემაში მედიაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ამისთვის, მედიატორები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დასაქმდებიან და მათი საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ყველა დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის ინსტიტუტის განვითარება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უწყების განვითარების 10 წლიან სამოქმედო გეგმაშია ასახული.
 
ამ ცვლილებების, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და საქმიანობის შედეგების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მედიატორებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა, ტრენინგის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარების ხედვა გააცნო.
 
აღდგენითი მართლმსაჯულება დანაშაულთან დაკავშირებული მხარეების ინტერესებს ითვალისწინებს და მათი აქტიური ჩართულობით კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. მისი რეფორმა პარტნიორ უწყებებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა და მას ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თეონა კუჭავა ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები