ხაშურში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა
22 ოქტომბერი 2024

ხაშურში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა

ხაშურში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მიზანია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და სოციალიზაცია, ასევე, დანაშაულის პრევენცია, ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომით. არასრულწლოვანთა რეფერირების ახალ ცენტრში ბენეფიციარების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიანი განხორციელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და შესაბამისი საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. რეფერირების ცენტრი გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი აქამდე თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში არსებობდა. დღეიდან უკვე ხაშურში ფუნქციონირებს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში  შეხვედრებს მართავს
18 ოქტომბერი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში შეხვედრებს მართავს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში შეხვედრებს მართავს. საინფორმაციო-შემეცნებითი პროექტი განკუთვნილია საჯარო სკოლების VI–XII კლასის მოსწავლეებისთვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაული; კიბერუსაფრთხოება, ძალადობისა და ბულინგის პრევენცია, კონფლიქტების მართვა; დანაშაულის შეუტყობინებლობა, განსაცდელში მიტოვება, უკანონოდ მოპოვებული ნივთის შეძენა, ცივი იარაღის ტარება, ცრუ ჩვენების მიცემა და სხვა. პროექტის მიზანია სკოლის ადმინისტრაციისა და არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება დანაშაულის პრევენციის სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, ასევე, მოზარდთა ინფორმირება სარისკო ქცევების შესახებ და მათთვის კონფლიქტის მართვის უნარების გამომუშავება. შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით 150 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად, წლის ბოლომდე გაიმართება.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.
16 ოქტომბერი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. მოზარდები კახეთში, კომპანია “ასკანელს” ესტუმრნენ, მოისმინეს მისი დაარსების ისტორია და საწარმოო პროცესს გაეცნენ. დაათვალიერეს კომპანიის ვენახები, სადაც საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის ჯიშების შესახებ და მონაწილეობა მიეღოთ რთველში. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „ასკანელის“ მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები  მხატვარ ნინა ვადაჭკორიას ფერწერულ  ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ.
01 ოქტომბერი 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ ნინა ვადაჭკორიას ფერწერულ ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ ნინა ვადაჭკორიას ფერწერულ ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ. მხატვარი „სილქ ფაქტორი სტუდიო“-ში მოზარდებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და ხატვის მასტერკლასში მიაღებინა მონაწილეობა. არასრულწოვნებს, მხატვარმა გაუზიარა გამოცდილება პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკებთან დაკავშირებით. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებსა და ყოფილ პატიმრებს ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
20 სექტემბერი 2024

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებსა და ყოფილ პატიმრებს ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებსა და ყოფილ პატიმრებს ზესტაფონის, სამტრედიის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, მსჯავრდებული პირები, რომლებსაც სასჯელის სახედ დაკისრებული აქვთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები მუნიციპალიტეტებში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა - დავით ბახტაძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა - ვახტანგ გადელიამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა - დათო გოგუამ მოაწერეს. გასულ წელს, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ქობულეთის მერიებთან, რაც ბენეფიციართა დასაქმებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად

არასრულწლოვანი ბენეფიციარები პირველადი დახმარების ცენტრს ეწვივნენ
12 აგვისტო 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები პირველადი დახმარების ცენტრს ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები პირველადი დახმარების ცენტრს ეწვივნენ. მოზარდები დაესწრნენ ტრენინგს - "სიცოცხლის გადარჩენის ოქროს გასაღები", მიიღეს ინფორმაცია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობასა და მის როლზე უბედური შემთხვევის დროს სიცოცხლის გადარჩენისთვის. ვიზიტის დასასრულს არასრულწლოვნები სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობებში ჩაერთნენ. მსგავსი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

„ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
27 ივლისი 2024

„ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

„ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

,,ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
26 ივლისი 2024

,,ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

,,ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ – თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით; შეხვედრაზე ადგილობრივი სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დანაშაულის პირველი, მეორე და მესამე დონის პრევენცია. კონფერენცია მუშაობას თბილისში დეკლარაციის მიღებით დაასრულებს. "ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისათვის" 25 ივლისს, იუსტიციის მინისტრმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს. მასში მონაწილეობენ რუმინეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროსა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

საერთაშორისო კონფერენციის, „ ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
26 ივლისი 2024

საერთაშორისო კონფერენციის, „ ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

საერთაშორისო კონფერენციის, „ ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები. შეხვედრას, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, აზერბაიჯანის პრობაციის უფროსი ვუგარ აღაიევი და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ელვინ ჰატამზადე. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემაში პროექტების განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დიდად შეუწყობს ხელს თბილისში გამართული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია.