დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
რუსთავში გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებს ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. განიხილეს ბიუროს მიმდინარე საქმიანობა, არსებული გამოწვევები და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობები. ასევე, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს, მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
გიორგი საჯაიამ, ასევე, მოისმინა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების მოსაზრებებიც.