06 ოქტომბერი 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  ბენეფიციარები  ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
 
კულტურულ-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში განხორციელდა პროგრამა „სახალისო არქეოლოგია“. მოზარდებმა იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მუზეუმში დაცულ არტეფაქტებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს გაეცნენ.
 
სარეაბილიტაციო პროგრამა ბენეფიციართა ინტერესების განვითარებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
 
სააგენტო მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები