12 ოქტომბერი 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება დაეთმო გოგონათა უფლებებს, განათლების მიღების მნიშვნელობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ადრეული ქორწინების რისკებზე, გენდერულ სტერეოტიპებსა და დისკრიმინაციის პრევენციაზე.

შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს არასრულწლოვანთა მხარდაჭერას, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.

გოგონათა საერთაშორისო დღე გაერო-ს ინიციატივით, 2012 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები