გამასწორებელი სამუშაო

  • გამასწორებელი სამუშაო აღსრულდება მსჯავრდებულის ძირითად სამუშაო ადგილზე.
  • მსჯავრდებულს ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში ექვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა.
  • გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით.
  • გამასწორებელი სამუშაოს ვადაში ითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა და მისი ხელფასიდან ხდებოდა დაქვითვა.
  • გამასწორებელი სამუშაო იწყება იმ დღიდან, როდესაც დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, პრობაციის ბიუროსაგან მიიღებს სასამართლო განაჩენის ასლს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს.