დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ სააგენტოს თანამშრომლებს პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი წარუდგინა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ სააგენტოს თანამშრომლებს პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი წარუდგინა.
სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილედ გელა გელოვანი, ხოლო სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად თამარ ბერიძე დაინიშნენ.
გელა გელოვანს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სისტემაში მუშაობდა.
თამარ ბერიძე წლების მანძილზე მუშაობდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში. ის კარგად იცნობს უწყების საქმიანობის პრიორიტეტებსა და სპეციფიკას.
გიორგი საჯაიამ ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.