03 აგვისტო 2026

პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა

პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა

თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროებს ახალი ავტომობილები გადაეცათ.

პრობაციის ოფიცრები თანამედროვე სტანდარტების, მაღალი გამავლობის ავტომობილების მეშვეობით უფრო ეფექტიანად განახორციელებენ ზედამხედველობაში მყოფი პირების რეგულარულ შემოწმებასა და შეფასებას.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ტექნიკის განახლება

მსგავსი სიახლეები