დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან უწყების ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილა. საუბარი შეეხო ბიუროების მიმდინარე საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობებს; დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს, მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
გიორგი საჯაიამ, ასევე, თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია სამუშაო პროცესში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.