16 November 2026

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა – „ტური თბილისში“ მოეწყო

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა – „ტური თბილისში“ მოეწყო

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა – „ტური თბილისში“ მოეწყო.

ღონისძიების მონაწილეებმა ძველი თბილისის ისტორიული ადგილები დაათვალიერეს. ბენეფიციარებს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია პროფესიონალმა გიდმა, ვლასი ვაწაძემ გააცნო.

აქტივობის მიზანს ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა და შემეცნებითი ინტერესების გაღრმავება წარმოადგენს.

სააგენტო ბენეფიციართა მხარდაჭერასა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.

Similar news