დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს შორის ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შორის ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა შემეცნებით, შემოქმედებით და ტექნიკურ მიმართულების წრეებში მიიღონ მონაწილეობა.
სააგენტოსა და სასახლეს შორის არსებული პარტნიორობა ბენეფიციართა სოციალური ინტეგრაციის, პიროვნული განვითარებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.