28 სექტემბერი 2021

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან
პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ნოვატორული ტექნოლოგიური მიდგომა, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულება და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები იყო ტაჯიკეთის დელეგაციასთან შეხვედრის ძირითადი თემა. დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
 
სტუმრები სააგენტოში განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ და პირობით მსჯავრდებულთა კონტროლის ინოვაციური ტექნიკური მოწყობილობა - „Probbox“-ი და ელექტრონული მეთვალყურეობის მოწყობილობები დაათვალიერეს. უწყების საქმიანობის შესახებ მათთვის სპეციალური პრეზენტაციაც მომზადდა. დელეგაციის წევრებმა აღდგენითი მართლმსაჯულების ქართულ პრაქტიკაზე, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია.
 
ტაჯიკეთის პენიტენციური და ძალოვანი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა დელეგაცია საქართველოს ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით სტუმრობს.

მსგავსი სიახლეები