დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი საჯაია რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები. ყურადღება გამახვილდა თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და პროცესების კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის საკითხებზე.
გიორგი საჯაიამ რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებს საკუთარი ხედვა გააცნო და მათგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯებიც, რაც სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
რეგიონული ბიუროების ხელმძღვანელებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.