დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
კულტურულ-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში განხორციელდა პროგრამა „სახალისო არქეოლოგია“. მოზარდებმა იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მუზეუმში დაცულ არტეფაქტებსა და ეთნოგრაფიულ მასალებს გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროგრამა ბენეფიციართა ინტერესების განვითარებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
სააგენტო მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.