29 სექტემბერი 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებმა კერამიკის სტუდიაში თიხაზე მუშაობის მასტერკლასი გაიარეს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  ბენეფიციარებმა კერამიკის სტუდიაში თიხაზე მუშაობის მასტერკლასი გაიარეს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა კერამიკის სტუდიაში თიხაზე მუშაობის მასტერკლასი გაიარეს.


გასართობ-შემეცნებითი აქტივობის ფარგლებში მოზარდები თიხის დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ და საკუთარი ხელით დაამზადეს სხვადასხვა ნივთები.


ღონისძიება არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერასა და პროფესიული ინტერესების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.


დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანი ბენეფიციარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები