იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველის საქმიანობას გაეცნენ
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მეხანძრე-მაშველის საქმიანობას გაეცნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სააგენტოს ბენეფიციარები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ესტუმრნენ.
მონაწილეებმა დაათვალიერეს საგამოფენო სივრცე და მეხანძრე-მაშველის პროფესიის სპეციფიკას გაეცნენ - მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ აქტივობებში.
ღონისძიების მიზანია ბენეფიციარები სხვადასხვა სპეციალობას გაეცნონ, რაც მათ მომავალი პროფესიული არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს.
სააგენტო მსგავს აქტივობებს მომავალშიც განახორციელებს.