25 ნოემბერი 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი საჯაიამ, სააგენტოს თანამშრომლებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ნანა ხუციშვილი წარუდგინა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი საჯაიამ, სააგენტოს თანამშრომლებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ნანა ხუციშვილი წარუდგინა.

ნანა ხუციშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იკავებდა თანამდებობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ნანა ხუციშვილი საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა.

გიორგი საჯაიამ ნანა ხუციშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები