08 მაისი 2026

ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობის გაძლიერების თემაზე სემინარი გაიმართა

ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობის გაძლიერების თემაზე სემინარი გაიმართა
ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობის გაძლიერების თემაზე სემინარი გაიმართა.
 
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სემინარის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პრაქტიკულად განიხილეს ძალადობრივი ქცევის გააზრების, აგრესიის მართვის, ემოციების რეგულაციისა და გენდერული ნორმების საკითხები.
 
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის.
 
სემინარი, რომელიც ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მუშაობის გაძლიერებას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women-ის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები