იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ 29 თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. დაჯილდოება სააგენტოს პროფესიულ დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სააგენტოს განსაკუთრებულ როლს განმეორებითი დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ღონისძიების დამსწრეებს სიტყვით მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა. მან თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, სააგენტოს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები თბილისში მდებარე ილუზიების მუზეუმს ესტუმრნენ. მოზარდებმა ჰოლოგრაფიული პორტრეტები და ანტი-გრავიტაციის მბრუნავი ოთახები დაათვალიერეს. მსგავსი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.შემეცნებით-გასართობი პროგრამის ფარგლებში მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხელით დაემზადებინათ საკონდიტრო ნაწარმი. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნიკა ცხვარაშვილი დაინიშნა.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნიკა ცხვარაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მაისურაძემ წარუდგინეს. ნიკა ცხვარაშვილს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე მას სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციართა საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს განაგრძობს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციართა საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს განაგრძობს. ამ თარიღთან დაკავშირებით, სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის თბილისში, ,,ზღვისუბნის პარკში“ გასართობი ღონისძიება ჩატარდა, სადაც მოზარდთა გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.მსგავსი აქტივობები არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები გონიოს ციხეს ესტუმრნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები გონიოს ციხეს ესტუმრნენ. შემეცნებით-გასართობი პროგრამის ფარგლებში მოზარდები გონიოს ციხის მრავალსაუკუნოვან ისტორიას გაეცნენ. ასევე, მოინახულეს ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი, არტეფაქტები და წმინდა მატათას საფლავი. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მსგავსი აქტივობები არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ექსპონატებს. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მუზეუმში ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს. სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „სილქ ფაქტორი სტუდიოს”-ს მხარდაჭერით მოზარდები ხელოვან ნინო ფერაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ. მხატვარი მოზარდებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და გაუზიარა გამოცდილება პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკებთან დაკავშირებით. მსგავსი აქტივობები სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.
არასრულწლოვანთა განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებზე ორგანიზებული კონფერენცია ქალაქ სტამბოლში.
გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებულ კონფერენციაზე განრიდების მექანიზმის გამოყენების ქართული მოდელი ერთ-ერთ მოწინავედ დასახელდა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, იასონ ნაჭყებიამ წარუდგინა. რეგიონულ კონფერენციაზე განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ძლიერი საკანონმდებლო ბაზის, ინდივიდუალური შეფასების, სარეაბილიტაციო სერვისების, მედიაციის ინსტიტუტისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის მნიშვნელობაზე. არასრულწლოვანთა განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხებზე ორგანიზებული კონფერენცია ქალაქ სტამბოლში გაიმართა და მასში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.