10 ივნისი 2026

ყაზახეთის დელეგაცია ქართული ინოვაციის - „პრობბოქსის” ფუნქციონირებას გაეცნო

ყაზახეთის დელეგაცია ქართული ინოვაციის - „პრობბოქსის” ფუნქციონირებას გაეცნო
ყაზახეთის დელეგაცია ქართული ინოვაციის - „პრობბოქსის” ფუნქციონირებას გაეცნო.
 
დელეგაციის წევრებმა მოისმინეს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური მოწყობილობის უპირატესობების შესახებ, რომელიც თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობით არის აღჭურვილი და პრობაციონერებს საშუალებას აძლევს, სერვისები ბიუროში გამოცხადების გარეშე, ალტერნატიულ შენობებში მიიღონ; უზრუნველყოფს მეტი ანონიმურობას და ზრდის მომსახურების გეოგრაფიულ არეალს. მოწყობილობა ქართული ინოვაციაა და მას ანალოგი არ აქვს.
 
„პრობბოქსი”თბილისსა და კიდევ 23 მუნიციპალიტეტშია განთავსებული. გასულ წელს მისი საშუალებით 200.000-მდე სერვისი გაიცა.
 
ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებს ეცნობა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა იუსტიციის სახლში, იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში

მსგავსი სიახლეები