სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციართათვის წიგნისა და ანიმაციის ერთობლივი პროექტი განხორციელდა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციართათვის წიგნისა და ანიმაციის ერთობლივი პროექტი განხორციელდა. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ანიმაციაში პერსონაჟების შექმნისა და გაცოცხლების პროცესზე, ასევე, მოზარდებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ნამუშევრები ანიმაციის გმირებად ექციათ. მსგავსი აქტივობები ბენეფიციართა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „IT აკადემია სტეპ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „IT აკადემია სტეპ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტოს ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების პროფესიულ კურსებში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკა ცხვარაშვილმა და „IT აკადემია სტეპ“-ის დირექტორმა მაკა მახათაძემ. სააგენტოსა და აკადემიას შორის არსებული პარტნიორობა ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ეროვნული გმირის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მსგავსი აქტივობები ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლებასა და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს" შორის პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები ერთობლივად იმუშავებენ არასრულწლოვანთა განათლების მნიშვნელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე. მემორანდუმს ხელი იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ნიკა ცხვარაშვილმა და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა - ირაკლი დავითაშვილმა მოაწერეს ხელი. სააგენტოსა და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ შორის არსებული თანამშრომლობა ახალგაზრდების საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციასა და მათი მომავალი განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ესტუმრნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს ესტუმრნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს 112-ის სამუშაო დარბაზი და გაეცნენ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. ასევე, მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ნომრის 112-ის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ბენეფიციართა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების განხორციელებას, რაც ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოზარდებში საკუთარი უფლებებისა და განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარ გოგონებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს არასრულწლოვანთა მხარდაჭერისა და მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. კულტურულ-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში განხორციელდა პროგრამა „სახალისო არქეოლოგია“. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების შეთავაზებას ბენეფიციარებისათვის.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის, იაკობ ნიკოლაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის, იაკობ ნიკოლაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ხელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვან ბენეფიციარებს კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარდათ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. შემეცნებით-გასართობი პროგრამის ფარგლებში მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალ მზარეულთან ერთად საკუთარი ხელით დაემზადებინათ და დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის პიცა. მსგავსი აქტივობები ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მხარდაჭერას, მათი ინტერესების გამოვლენასა და სამომავლოდ პროფესიული არჩევანის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.