იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაცია - დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის
იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაცია - დანაშაულის პრევენციის კურსი მასწავლებლებისათვის. ეროვნული მასშტაბის ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის. დანაშაულის პრევენციის კურსი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი – იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება სააგენტოსთან კოორდინაციით არასრულწლოვნების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება. დანაშაულის პრევენციის კურსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა; პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ. კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება; • ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; • არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები; • სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში; • პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები მასწავლებლებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას; • აზარტულ თამაშებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება; • ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა მოზარდებში; • ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელები, მათ შორის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, აგრეთვე, კურსის ბენეფიციარები - საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნენ
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნენ.დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ ღონისძიებაზე ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით განხორციელებული ძირითადი ინიციატივები წარადგინეს.ფორუმზე ყურადღება დაეთმო სააგენტოს მთავარ ინოვაციებს PROBBOX-ს, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსსა და დანაშაულის პრევენციის კურსს სკოლის მასწავლებელთათვის. ასევე, განხილულ იქნა არასრულწლოვანთა რეფერირებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევები, რისკისა და საჭიროებებს შეფასების პროგრამული უზრუნველყოფა, შინაპატიმრობის აღსრულებაში ელექტრონული ზედამხედველობის პრაქტიკა და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფში სააგენტოს საქმიანობა.პრობაციის საერთაშორისო ფორუმი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართა. ღონისძიებაში, ქართულ მხარესთან ერთად, გაეროს, ევროკავშირისა და პრობაციის ევროპული კონფედერაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ. მოზარდები ფიზიკისა და ქიმიის ინტერაქტიულ ლაბორატორიაში, ცდების ჩატარების პროცესში ჩაერთნენ. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას. ინტერაქტიული ექსპოზიციების საშუალებით, მოზარდები მათთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით გაეცნენ ფიზიკის კანონებს. ინტერაქტიულ სამეცნიერო მუზეუმში 70-მდე ექსპონატია წარმოდგენილი, რაც მოზარდებს ფიზიკის კანონების თუ ქიმიურ რეაქციებზე ინფორმაციის სახალისო ფორმით მიღებაში ეხმარება. საგანმანათლებლო - გასართობი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს აგრძელებს. სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო და მოზარდები ანიმატორებთან ერთად გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ.ღონისძიება მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რაც უწყების ერთ - ერთი ძირითადი პრიორიტეტია.საგანმანათლებლო - გასართობი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალციხის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით - გასართობი ღონისძიება გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ახალციხის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით - გასართობი ღონისძიება გაიმართა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის რაბათის ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო. მოწვეული სტუმრებისა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიმართა ანიმაციური ვიდეორგოლის „წყალქვეშა განძის“ პრეზენტაცია, რომელიც მოზარდებმა რეჟისორ არჩილ კუხიანიძის დახმარებით შექმნეს. ღონისძიების დასასრულს, ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ. საგანმანათლებლო - გასართობი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გასართობი ღონისძიება გაიმართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს იწყებს.არასრულწოვანთა რეფერირების ცენტრის კახეთის რეგიონის ადგილობრივი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გასართობი ღონისძიება გაიმართა. მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს პინიატების მასტერკლასში და ტრენერის დახმარებით თავად დაამზადეს ისინი.ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით კომპანია „ქრაფთთან“ თანამშრომლობით გაიმართა და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.
ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ოჯახის საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან შეხვედრით აღნიშნა.ღონისძიება სალონური საუბრების ფორმატით განხორციელდა, სადაც საუბარი შეეხო ოჯახის როლსა და მნიშვნელობას პიროვნების განვითარების პროცესში.შეხვედრა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით „აზროვნების აკადემიაში“ გაიმართა .ოჯახის საერთაშორისო დღე 1993 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაადგინდა და ყოველწლიურად 15 მაისს აღინიშნება.
საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო
საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ ლიეტუვას იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან ინოვაციური პროექტების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სააგენტოს საქმიანობის არაერთი მიმართულება, მათ შორის ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარება, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და ლიეტუვას პრობაციის სამსახურის უფროსი, რომას ოსტანავიჩიუსი. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრები ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს, თბილისის იუსტიციის სახლში, ადგილზე გაეცნენ.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალქალაქის ადგილობრივი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ახალქალაქის ადგილობრივი ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ.ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად მოიფიქრებენ. დახატავენ პერსონაჟებს, მოამზადებენ კადრირებას და შექმნიან ანიმაციას. პროექტის ფარგლებში მონაწილეები მთელი წლის განმავლობაში, უნარებისა და სურვილის შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება. სასწავლო პროცესს რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს.პროექტი „ანიმაციების ხელოვნება“ 2022 წელს დაიწყო. ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა რეჟისორთან ერთად, უკვე შექმნეს კომიქსი - „მხატვარი კატოს ამბავი და ანიმაცია - „ტკბილი, ტკბილი ახალი წელი“ , „ახალი მეგობრები“ და ასევე, „ახალი წლის გმირი“, რომელიც სერბეთის მსოფლიო ბავშვთა ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.