დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  პრობაციის ოფიცრები
11 December 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ოფიცრები

განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის მედიატორებს ევროპის საბჭოს პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ
30 November 2023

განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის მედიატორებს ევროპის საბჭოს პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მედიატორების გადამზადებას აგრძელებს. განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის მედიატორებს ევროპის საბჭოს პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლებას მოწვეული ექსპერტი, სისხლის სამართლის მედიატორი პია სლოგსი უძღვებოდა. მან ტრენინგის მონაწილეებს საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარა, ინფორმაცია მიაწოდა აღდგენითი მიდგომის მნიშვნელობაზე, მედიაციის მოსამზადებელ ეტაპებსა და პროცესში წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვაზე, ასევე, საქმის წარმოების ფორმალურ მხარეზე, როგორც მედიაციის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილზე. ექსპერტმა ქართველ კოლეგებთან ერთად პრაქტიკული საქმეებიც განიხილა. ტრენინგის მიზანი იყო მედიატორთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის გზით სისხლის სამართლის მედიაციის ხარისხის გაუმჯობესება.

ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა
15 November 2023

ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა

ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა იზრდება. ბათუმში მედიაციის, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გახსნეს. ბათუმში ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტური მომსახურებისა და მედიაციის შეხვედრების ჩატარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და შესაბამისი საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. სააგენტოს რეგიონული შესაძლებლობების გაფართოება ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე 14 წლამდე არასრულწლოვნებს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და ყოფილ პატიმრებს, ადგილზე მიიღონ მომსახურებები, რომლებიც მათში დანაშაულის გააზრებას, პროსოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. დანაშაულის პრევენცია და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმების დანერგვა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები სოციალურ ქსელებში უსაფრთხო კომუნიკაციის ნორმებს გაეცნენ
10 November 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები სოციალურ ქსელებში უსაფრთხო კომუნიკაციის ნორმებს გაეცნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები სოციალურ ქსელებში უსაფრთხო კომუნიკაციის ნორმებს გაეცნენ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტის ბენეფიციარები საქართველოს ეროვნულ არქივში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალური ქსელების საშუალებით კომუნიკაციის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და პრევენციას. შეხვედრაზე განიხილეს კიბერ დანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ინფორმაციის საკითხები. მსგავსი აქტივობები სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისათვის საჭირო ინფორმაციის გაზიარებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროში სტუდენტები ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ
09 November 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროში სტუდენტები ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროში სტუდენტები ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ბიუროს უფროსმა მამუკა თხილაიშვილმა ოფიცრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებში სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციას და მათი კარიერული არჩევანის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, მომავალი იურისტები პრობაციის ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას და ინოვაციურ მოწყობილობა PROBBOX-ის შესაძლებლობებს გაეცნენ. მათ, ასევე, ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი ინიციატივის - მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც პრობაციის ბიუროებში ახალგაზრდა მოტივირებული კადრების მოზიდვასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო კონფერენციის  VI სესიაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი უძღვებოდა,  დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სისტემების ეფექტური მართვის, რეაბილიტაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხები განიხილეს
03 November 2023

საერთაშორისო კონფერენციის VI სესიაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი უძღვებოდა, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სისტემების ეფექტური მართვის, რეაბილიტაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხები განიხილეს

საერთაშორისო კონფერენციის VI სესიაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი უძღვებოდა, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სისტემების ეფექტური მართვის, რეაბილიტაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხები განიხილეს. დისკუსიაზე სიტყვით წარდგა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე. მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ რუმინეთის პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა
02 November 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ რუმინეთის პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ რუმინეთის პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა. დეკლარაციას ხელი მოეწერა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. კონფერენციის თემაა „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე რუმინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - როქსანა სიმონა მომეუს, რუმინეთის პრობაციის სამსახურის უფროსს ეველინა-დენისა ოუესლატს და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (СEP) ვიცე-პრეზიდენტ იულიანა კარბუნარუს შეხვდნენ. გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია რუმინეთის პრობაციის სამსახურთან, რომლის საფუძველზეც მხარეები ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, ასევე, შეხვდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლევონ ბალიანს და პრობაციის სააგენტოს დირექტორ არამ ნიკოიანს. საერთაშორისო კონფერენცია თბილისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიებაში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ თამაზ სულაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ
31 October 2023

არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ თამაზ სულაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ თამაზ სულაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ. მხატვარი ბენეფიციარებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და საკუთარი ნამუშევრები გააცნო. არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ ხელოვანისგან მიეღოთ რეკომენდაციები პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკასთან დაკაშირებით. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტის ორგანიზებით "სილქ ფაქტორ სტუდიოში” გაიმართა. ღონისძიების მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა  სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო
30 October 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო. სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ერეკლე ჭანტურიამ და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს საქმიანობის არაერთი მიმართულება გააცნეს. მათ შორის, შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის აღსრულება, განრიდების პროგრამების, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და არასრულწლოვანთა რეფერირების სფეროში არსებული მიღწევები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა მიიღეს ინფორმაცია პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ის შესახებ. თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გაეროს ბავშთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.