არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ
14 February 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ გურამ მღებრიშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ. მხატვარი ბენეფიციარებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და საკუთარი ნამუშევრები გააცნო. არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ ხელოვანისგან მიეღოთ რეკომენდაციები პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკასთან დაკაშირებით. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით "სილქ ფაქტორ სტუდიოში” გაიმართა. ღონისძიების მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ
03 February 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელს“ ესტუმრნენ. მოზარდები საწარმოო პროცესს და “ასკანელის” დაარსების ისტორიას გაეცნენ. მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა
26 December 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე არასრულწლოვნების მიერ „მობილური ფოტოგრაფიის“ კურსის დასრულების შემდეგ გადაღებული ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო; გაიმართა ანიმაციური ვიდეორგოლის პრეზენტაცია, რომელიც მოზარდებმა რეჟისორ არჩილ კუხიანიძის დახმარებით შექმნეს. არასრულწლოვნებსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი წელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ერეკლე ჭანტურიამ მიულოცა, თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ბოლოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის შესახებ ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. შეხვედრას ეროვნულ არქივის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.

გორში, საჩხერესა და ხობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა
25 December 2023

გორში, საჩხერესა და ხობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

გორში, საჩხერესა და ხობში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა. ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ახალი ოფისები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და შიდა ქართლის სახლემწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გახსნეს. მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმსა და დღეიდან, უკვე გორში, საჩხერესა და ხობში მოქმედებს; უახლოეს პერიოდში კი, დედოფლისწყაროსა და დმანისში, იქნება ხელმისაწვდომი. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გორში პრობაციის ბიუროში, თანამშრომლებსაც გაესაუბრა, სისტემაში მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მათ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.

მედიაციის III ინტერდისციპლინურ ფორუმზე „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ - აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს
21 December 2023

მედიაციის III ინტერდისციპლინურ ფორუმზე „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ - აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს

მედიაციის III ინტერდისციპლინურ ფორუმზე „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ - აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს. ფორუმზე ყურადღება დაეთმო სააგენტოს მიერ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისთვის განხორციელებულ წარმატებულ ინიციატივებს. კერძოდ, მედიატორთა რეესტრში ჩარიცხული მედიატორების გადამზადებასა და შემდგომ, მათ სააგენტოში დასაქმებას. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის რეგიონული სივრცეების მოწყობასა და აღდგენითი მართლმსაჯულების კანონპროექტის შემუშავებას. ფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს მედიატორთა ასოციაცია. ღონისძიებაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მიიღო მონაწილეობა. III ინტერდისციპლინურ ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, პროკურატურის, განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთბლივი პროექტის წარმომადგენლები

საერთაშორისო კონფერენცია - „სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი სოციალური პოლიტიკის  განხორციელებისა და მხარდაჭერის პროცესში“
19 December 2023

საერთაშორისო კონფერენცია - „სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისა და მხარდაჭერის პროცესში“

იუსტიციის სამინისტრო დანაშაულის პრევენციის, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების საკითხებზე მუშაობას განაგრძობს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო კონფერენცია - „სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების როლი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისა და მხარდაჭერის პროცესში“ გაიხსნა. ორდღიანი ღონისძიება შესაბამის სფეროში აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვას, საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. საერთაშორისო კონფერენცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პრობაციისა და პენიტენციური სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიონალურ საქმიანობაზე. შეფასდა სისტემებში ბოლო 11 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციისა, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებიპროექტ - „ერთი დღე სამზარეულოში“ ფარგლებში სარესტორნო ქსელის, წისქვილი ჯგუფის „თეატრის“ სამზარეულოს ესტუმრნენ
14 December 2023

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებიპროექტ - „ერთი დღე სამზარეულოში“ ფარგლებში სარესტორნო ქსელის, წისქვილი ჯგუფის „თეატრის“ სამზარეულოს ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებიპროექტ - „ერთი დღე სამზარეულოში“ ფარგლებში სარესტორნო ქსელის, წისქვილი ჯგუფის „თეატრის“ სამზარეულოს ესტუმრნენ. არასრულწლოვნებმა გამოცდილ შეფ-მზარეულთან ერთად კერძების მომზადებისა და გაფორმების პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აშშ-ში აღმასრულებელი ლიდერობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
13 December 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აშშ-ში აღმასრულებელი ლიდერობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა აშშ-ში აღმასრულებელი ლიდერობის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი იყო პოზიტიური ორგანიზაციული ცვლილების წარმართვის და თანამედროვე სასჯელაღსრულების მართვის პრაქტიკის გაზიარება. ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ სტრუქტურული მართვისა და უწყებაში ლიდერის მისიის ხედვისა და მხარდაჭერის შესახებ ამერიკულ გამოცდილებას. ასევე ამერიკული ქოუჩინგის მოდელს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურისა და ხედვის სწორად ჩამოყალიბებას. ვიზიტი აშშ-ის საელჩოსა და ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით განხორციელდა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  პრობაციის ოფიცრები
11 December 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ოფიცრები