"მხატვარი  კატოს ამბავი"
04 September 2023

"მხატვარი კატოს ამბავი"

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი "მხატვარი კატოს ამბავი"

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე აღინიშნა
25 July 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე აღინიშნა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა უწყების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ წარადგინა უწყების პრიორიტეტები და სააგენტოს განვითარების ძირითადი მიმართულებები, რაც ითვალისწინებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფას. ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა პირველი ქართული ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ – პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა; გაძლიერდა ადამიანური რესურსი; შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი; დაინერგა ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით; შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები; მიმდინარეობს ოთხი ახალი პროგრამა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. დაწყებულია პრობაციის კოდექსის პროექტზე მუშაობა, რომელიც მოაწესრიგებს არასრულწლოვანთა რეფერირების, აღდგენითი მართლმსაჯულების, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის და პრობაციის მიმართულებებს მალე ამოქმედდება პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტი, რაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კურატორმა მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, მადლობა გადაუხადეს და დააჯილდოვეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები კეთილსინდისიერი სამსახურისა და დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხოლო მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიების ბოლოს აჩვენეს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი „მხატვარი კატოს ამბავი“. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
20 July 2023

თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა და გენდერულ საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლება. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივით, თბილისსა და აჭარაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ბენეფიციარებმა სტუმრებთან ერთად იმსჯელეს ადრეულ ასაკში ქორწინების საფრთხეებსა და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე. საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლება არასრულწლოვანთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. ბათუმში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ფსიქოლოგი, რომელიც არასრულწლოვნებს მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე ესაუბრა. თბილისში კი შეხვედრა პროექტ "ტელესკოლას" სამოქალაქო განათლების პედაგოგის ჩართულობით წარიმართა.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო
14 July 2023

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ციხისძირის ტერიტორიაზე სპორტული ტურიზმის თემაზე გასვლითი შეხვედრა მოაწყო. ბენეფიციარები საველე პირობებში ქცევის წესებს გაეცნენ, მოისმინეს ლაშქრობის დაგეგმვასთან დაკავშირებული ინფორმაცია. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ მოლაშქრემ მოზარდებს გამოცდილება გაუზიარა. გასვლითი ღონისძიება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის პროექტ „ზაფხულის დღეების“ ფარგლებში მოაწყო. მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

დანაშაულისა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ფრენბურთის მატჩი გამართა
13 July 2023

დანაშაულისა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ფრენბურთის მატჩი გამართა

დანაშაულისა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის ფრენბურთის მატჩი გამართა.შეჯიბრება ბათუმში ჩატარდა და მას პროფესიონალი მსაჯი უძღვებოდა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები, სპორტული მაისურები და კეპები გადაეცათ.სპორტული შეჯიბრება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა პროექტ „ზაფხულის დღეების“ ფარგლებში მოაწყო. მსგავსი ტიპის აქტივობა ხელს უწყობს არასრულწლოვნების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს, რაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის სააგენტოს პრიორიტეტია. ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს უწყება სისტემატურად ახორციელებს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ.
29 June 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ანიმაციის შექმნას სწავლობენ. პროექტი მოზარდების რეაბილიტაციას, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, მათთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება. ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად ამზადებენ და ქმნიან ანიმაციას. პროექტის ფარგლებში მონაწილეები, უნარებისა და სურვილის შესაბამისად, მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ანიმაციის პრეზენტაცია გაიმართება. პროცესს ანიმაციის რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს. პროექტი 2022 წელს დაიწყო. ერთობლივი მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა რეჟისორთან ერთად, უკვე შექმნეს ანიმაცია - „ახალი წლის გმირი“ და „ახალი მეგობრები“ და ასევე, კომიქსი - „მხატვარი კატოს ამბავი“.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
14 June 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა - ბორის თაყაიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისი. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს არასრულწლოვან ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფსიქიატრის კონსულტირებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოხდება მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგიც. ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან განხორციელდება ფსიქოგანათლება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის ცენტრის ფსიქიატრები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას გაუწევენ სააგენტოს ფსიქოლოგებს ბენეფიციარებისთვის მათზე მორგებული, ხარისხიანი სერვისის მიწოდების მიზნით. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ხელს შეუწყობენ ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის დროულ ხელმისაწვდომობას, ცნობიერების ამაღლებასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას.

სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ
08 June 2023

სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ.ვიზიტის ფარგლებში, არასრულწლოვნები გაეცნენ ცენტრ „დელტას“ საქმიანობას, დაათვალიერეს ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, მათ მიერ წარმოებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ასევე, მოინახულეს ვაზიანის სამხედრო ბაზა და მიიღეს ინფორმაცია თავდაცვის ძალების შესახებ.დღის ბოლოს კი, ჯარისკაცებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა
05 June 2023

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემეცნებით-გასართობი სახის ღონისძიება თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა. მოწვეული სტუმრებისა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის მოეწყო არასრულწოვანი ბენეფიციარების მიერ შექმნილი კომიქსის - ,,მხატვარი კატოს ამბავი“-ს პრეზენტაცია. სპეციალურ სივრცეში გამოფენილი იყო საგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო გასართობ პროგრამას, სადაც ბენეფიციარების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიება მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას.