დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში შეხვედრებს მართავს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სკოლებში შეხვედრებს მართავს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პროექტი განკუთვნილია საჯარო სკოლების VI–XII კლასის მოსწავლეებისთვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაული; კიბერუსაფრთხოება, ძალადობისა და ბულინგის პრევენცია, კონფლიქტების მართვა; დანაშაულის შეუტყობინებლობა, განსაცდელში მიტოვება, უკანონოდ მოპოვებული ნივთის შეძენა, ცივი იარაღის ტარება, ცრუ ჩვენების მიცემა და სხვა.
პროექტის მიზანია სკოლის ადმინისტრაციისა და არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება დანაშაულის პრევენციის სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებით, ასევე, მოზარდთა ინფორმირება სარისკო ქცევების შესახებ და მათთვის კონფლიქტის მართვის უნარების გამომუშავება.
შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით 150 საჯარო სკოლაში ეტაპობრივად, წლის ბოლომდე გაიმართება.