არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლი იწყება
01 June 2023

არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლი იწყება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს იწყებს. სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო და არასრულწლოვნები ანიმატორებთან ერთად გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

ჩოხატაურის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა
30 May 2023

ჩოხატაურის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ჩოხატაურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია კუტუბიძემ მოაწერეს. მიმდინარე წელს, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ქობულეთის მერიებთან, რაც ბენეფიციართა დასაქმებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ქობულეთის მერიასთან შეთანხმება გაფორმდა
29 May 2023

ქობულეთის მერიასთან შეთანხმება გაფორმდა

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ქობულეთის მერმა, ლევან ზოიძემ მოაწერეს. მიმდინარე წელს, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა რუსთავის, თეთრიწყაროს და მარნეულის მერიებთან, რაც ბენეფიციართა დასაქმებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მარნეულის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა
20 May 2023

მარნეულის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს მარნეულის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა მოაწერეს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი და უფროსის მოადგილები მარნეულის მუნიციპალიტეტში პრობაციის ბიუროს ადგილობრივ ოფისსაც ესტუმრნენ და თანამშრომლებს მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი ახალი შესაძლებლობები და სააგენტოში არსებული სიახლეები გააცნეს.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები სათაფლიის ნაკრძალს ესტუმრნენ
06 May 2023

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები სათაფლიის ნაკრძალს ესტუმრნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები სათაფლიის ნაკრძალს ესტუმრნენ. არასრულწლოვნებმა სათაფლიის მუზეუმი, კარსტული მღვიმე, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა და საგამოფენო დარბაზი გიდთან ერთად დაათვალიერეს; მოინახულეს უნიკალური კოლხური ტყე და შუშის პანორამული გადასახედი. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის შემეცნებითი ღონისძიებების მიზანი რთული ქცევის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცი

თეთრიწყაროს მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
05 May 2023

თეთრიწყაროს მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და თეთრიწყაროს მერმა, გიორგი წიკლაურმა მოაწერეს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, უფროსის მოადგილე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პრობაციის ბიუროს ადგილობრივ ოფისსაც ესტუმრნენ და თანამშრომლებს მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი ახალი შესაძლებლობები და სააგენტოში არსებული სიახლეები გააცნეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა
04 May 2023

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალ იურისტებს მოხალისეობრივი საქმიანობაში ჩართვის შემდეგ პრობაციის ოფიცრად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. სააგენტოს უფროსის მოადგილემ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სააგენტოში სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ინტერესი მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც მომავალ იურისტებს მოხალისეობრივი საქმიანობაში ჩართვის შემდეგ პრობაციის ოფიცრად დასაქმების , ხოლო სააგენტოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. შეხვედრაზე არასრულწლოვანთა რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის, ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, შინაპატიმრობის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების შესახებ აქტუალური საკითხებიც განიხილეს. სააგენტო სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შეხვედრებს მთელი წლის მანძილზე გამართავს.

პირობით მსჯავრდებულებისთვის მცირე მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება
03 May 2023

პირობით მსჯავრდებულებისთვის მცირე მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

მცირე მეწარმეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები პრობაციონერებთან გრძელდება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ინფორმაციას საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში ეცნობიან. პრობაციონერებთან შეხვედრა თბილისის შემდეგ რუსთავშიც გაიმართა. ბენეფიციარები საქართველოში სამეწარმეო იურიდიული პირების რაობას, მათი რეგისტრაციისა და საქმიანობის წესებს, ასევე ბიზნესის ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებს გაეცნენ. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება პრობაციონერებს, დაინტერესების შემთხვევაში, მცირე ბიზნესში მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც მათ შემოსავალს მოუტანს და რესოციალიზაციაში დაეხმარება. უახლოეს დღეებში მსგავსი შეხვედრების გამართვა გორსა და ქუთაისშიც იგეგმება. პროექტს - „პრობაციონერთა ახალი შესაძლებლობებისთვის საქართველოში“ - იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ ახორციელებს

აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა შედგა
02 May 2023

აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა შედგა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაზე იმსჯელეს არასრულწლოვანთა რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის, შემთხვევის მართვის და ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ხელმძღვანელმა პირებმა ბიუროს თანამშრომლებს ამავე მიმართულებებით არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილებაც გაუზიარეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სააგენტოს სისტემაში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცა - პრობაციის კოდექსი, პრობაციის ოფიცრებისთვის წოდებების აღდგენა, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი და მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა, რომელიც პრობაციის ოფიცერს სამუშაოს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც სააგენტოს მენეჯერული რგოლისა და სპეციალისტების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, წლის განმავლობაში პრობაციის ყველა რეგიონულ ბიუროში ჩატარდება.