საერთაშორისო კონფერენციის, „ ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
საერთაშორისო კონფერენციის, „ ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა აზერბაიჯანის დელეგაციას პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე განიხილეს ქართული ინოვაცია „PROBBOX“, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციონირება, რეფორმები აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.
შეხვედრას, ესწრებოდნენ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, აზერბაიჯანის პრობაციის უფროსი ვუგარ აღაიევი და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის მრჩეველი ელვინ ჰატამზადე.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა აღნიშნეს, რომ დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემაში პროექტების განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დიდად შეუწყობს ხელს თბილისში გამართული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია.